ქართული ლეგიონი - ყაზაიშვილმა და კვირკველიამ მოიგეს, გოჩოლეიშვილი ისევ სათადარიგოებშია #1TVSPORT
ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს.
სამხრეთ კორეის K ლიგაში ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ „სეულს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
თურქეთის სუპერლიგაში გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯუმ“„ალანიას“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში „შამახმა“ შინ მიიღო ბაქოს „ნეფთჩი“, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ვატო არველაძემ სრული მეორე ტაიმი ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩი ქართველების გუნდმა 1:0 მოიგო.
სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს დონეცკის „შახტარის“ მატჩს უკრაინის პრემიერ ლიგაში „კრივბასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო.