ქართული ლეგიონი | ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ქულები დაკარგა – გოგლიჩიძის „ემპოლი“ დამარცხდა # 1TVSPORT

23:09, 04.05.2025

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ საშინაო არენაზე „ტენერიფე“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა 1:1.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო. „ლევანტე“ (67 ქულა) მეორე ადგილზეა, რაც ლა ლიგაში პირდაპირი გზით გადასვლის გარანტიაა. მაგრამ ლიდერ „ელჩესთან“ (71) ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხა.

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ლაციოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, რადგან გუნდი 10 მოთამაშით დარჩა და მწვრთნელმა სათამაშო სქემა შეცვალა.

ამ წაგებით „ემპოლი“, რომელიც სეზონის დასაწყისში იტალიის სერია A-ს ლიდერებში იყო, 35 ტურის შემდეგ 25 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა (19) და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი