ქართული ლეგიონი პორტუგალიიდან ჩინეთამდე - გადრანმა პირველად გაიტანა, ჩინეთში ლობჯანიძის დებიუტი შედგა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი პორტუგალიიდან ჩინეთამდე - გადრანმა პირველად გაიტანა, ჩინეთში ლობჯანიძის დებიუტი შედგა #1TVSPORT

პორტუგალია

გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო პორტუგალიის ჩემპიონატის შეხვედრში, რომელიც ქართველის გუნდმა სტუმრად „ბრაგასთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 28-ე ტურის მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

გიორგი მაკრაიძის „მარიტიმუმ“ კი ტურის დაპირისპირება „ფერეირასთან“ 3:1 მოიგო. სამწუხაროდ, ქართველი მეკარე ამ შეხვედრასაც სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.

უკრაინა

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში თანდათან იმკვიდრებს ადგილს. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა უკრაინის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში – „შახტარმა“ „ლვივი“ 2:0 დაამარცხა. ამავე ტურში ასევე ძირითადში ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს ბექა ვაჩიბერაძე, რომლის „მეტალისტი 1925“ შინ „ოლექსანდრიას“ დაუზავდა 0:0.

ყაზახეთი

პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა ლუკა გადრანმა. ქართველი მცველის „აქტობემ“ შინ „ატირაუ“ 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გადრანმა გახსნა – 26 წლის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

ჩინეთი

სუპერლიგაში ელგუჯა ლობჯანიძის დებიუტი შედგა – „მეიჟუ ჰაკა“ „ბეიძინ გუოანს“ ესტუმრა  და 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

სამხრეთ კორეა

კორეის K ლიგაში ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც – „დეჯონმა“ ქართველის „ულსან ჰიუნდაი“ 2:1 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.