ქართული ლეგიონი ევროპალიგაზე - კიტეიშვილის „შტურმმა“ „მიდტიულანდი“ დაამარცხა, აზაროვმა დაისვენა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ევროპალიგაზე - კიტეიშვილის „შტურმმა“ „მიდტიულანდი“ დაამარცხა, აზაროვმა დაისვენა #1TVSPORT

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. რამდენიმე მონაწილე გუნდში ქართველები ირიცხებიან, მაგრამ ტრავმების და სხვა მიზეზების გამო არ უთამაშიათ.

F ჯგუფში გრაცის „შტურმმა“ შინ დანიური „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ 42-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, მაინც მოიგო. ემანუელ ემეგას მე-8 წუთზე გატანილი გოლით ავსტრიელებმა მეტოქეს 1:0 სძლიეს. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ ჯერ სათანადო ფორმაში არაა და სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

G ჯგუფის მატჩი „ფრაიბურგმა“ აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ 2:1 მოიგო. ლუკა გუგეშაშვილი განაცხადში იყო და არ უთამაშია. გერმანელებმა საწყის 15 წუთში მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა, რომელიც აზერბაიჯანელებმა შეამცირეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს.

H ჯგუფშიცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში „მონაკო“ მიიღო და 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ბრელ ემბოლომ გაიტანა. ირაკლი აზაროვი სერბეთის ჩემპიონის განაცხადში არ ყოფილა.

ამავე ჯგუფშია „ფერენცვაროში“, რომელმაც „ტრაბზონსფორთან“ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. უნგრეთის ჩემპიონი მე-18 წუთზე, როდესაც ანგარიში მის სასარგებლოდ 1:0 იყო, კაცნაკლული დარჩა და მთელი დარჩენილი დრო 10 მოთამაშით დაასრულა.

ამის მიუხედავად, ბუდაპეშტელები პირველ ტაიმში 3:1 დაწინაურდნენ. თურეთის ჩემპიონმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩა 3:2. გიორგი ხარაიშვილი უნგრელების საევროპო განაცხადში არაა.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები ერთ კვირაში, 15 სექტემბერს გაიმართება.