ქართული ლეგიონი ავსტრიაში - კიტეიშვილი შესვენებაზე შეცვალეს, ალთუნაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ავსტრიაში - კიტეიშვილი შესვენებაზე შეცვალეს, ალთუნაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა და სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს და ორივეს გუნდი მხოლოდ ქულას დასჯერდა.

კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ ითამაშა „კლაგენფურტის“ წინააღმდეგ, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა – 0:0. ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში ოთარ კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი თამაშის დროს მომხდარი მოულოდნელი და იძულებითი ცვლილება გახდა.

შეხვედრის ფავორიტად ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი „შტურმი“ მიიჩნეოდა, რომელიც გასული სეზონში მეექვსე ადგილზე გასულ გუნდს მასპინძლობდა. თუმცა, ქართველის გუნდის გეგმები 33-ე წუთზე მცველის, დავიდ შნეგის გაძევებამ შეცვალა.

მწვრთნელი იძულებული გახდა, შესვენებაზე კიტეიშვილი მცველით, ამადუ დანტეთი ჩაენაცვლებინა. საბოლოოდ, კაცნაკლულმა „შტურმმა“ კარი მშრალად შეინახა, მაგრამ შეტევაში მცირე ძალებით არაფერი გამოუვიდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს „აუსტრია“ მიიღო და ასევე ფრეს დასჯერა 1:1. ქართველი ნახევარმცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება, 7,6 ქულა დაიმსახურა.

3 ტურის შემდეგ გუნდი 7 ქულით გრაცის „შტურმი“ პირველ პოზიციაზეა, მაგრამ „ზალცბურგს“ (6) თამაში აქვს დარჩენილი, „ვოლფსბერგერი“ (5) კი მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.