„ქართული კლასიკო“ პირველივე ტურში - დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT
დღეს, 25 თებერვალს, ეროვნული ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. ტურის პირველ მატჩს ბათუმი უმასპინძლებს – 19:00 საათზე, მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონს – ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ქართულ კლასიკოში” „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე, დაიწყება.
პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, შაბათს, გორის „დილა“, მთავარ ქართულ დივიზიონში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურებულ „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო „მიხეილ მესხი 2“-ზე დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივი“ „თელავს“ მიიღებს.
ტურის ბოლო მატჩი, კვირას, „მიხეილ მესხზე“ შედგება – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.