ქართული „კლასიკო“ ფრედ დასრულდა - „ტორპედო“ ისევ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ქართული „კლასიკო“ ფრედ დასრულდა - „ტორპედო“ ისევ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა – მესამე ადგილზე დაწინაურებულმა ქუთაისის „ტორპედომ“ ქართულ „კლასიკოშიმეორეადგილოსან „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და წაუგებელი თამაშების სერია გაზარდა.

ქართულ „კლასიკოში“ გამარჯვება ორივე გუნდს სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსს აძლევდა. 2022 წლის მაისიდან ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი – კახა ჩხეტიანი დაბრუნდა და გუნდი, რომელიც თავიდან აუტსაიდერი იყო, 27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში „დილასთან“ მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფდა და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად დაწინაურების პერსპექტივა ჰქონდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის დანიშვნის შემდეგ, „დინამო თბილისი“ კონკურენტ ბათუმის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ზედიზედ შვიდი შეხვედრის მოგების შემდეგ გუნდმა ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა და თბილისელებს თეორიულად გალიდერება შეეძლოთ.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით გუნდებმა 85-ე მატჩი ჩაატარეს. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა და 28 ტურის შემდეგ „ტორპედო“ (44) ისევ მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „დინამო თბილისმა“ (60) ლიდერის, ბათუმის დინამოს“ (61) გადასწრება ვერ მოახერხა.