ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

19:13, 11.09.2018

ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ დღეს, 11 სექტებმერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მსგავსი