ქართული გოლი ესპანეთში - ქოჩორაშვილმა „მირანდესს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული გოლი ესპანეთში - ქოჩორაშვილმა „მირანდესს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და „ლევანტეს“ შინ, „მირანდესთან“ ურთულეს შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ანგარიში გაათანაბრა – ქოჩორაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.

56-ე წუთზე „ლევანტე“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – არბიტრმა მოედნიდან თავდამსხმელი როჯერ ბრუგე გააძევა. ექვს წუთში კაცნაკლულმა მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს – გუნდი პაბლო მარტინესმა დააწინაურა.

90+3-ე წუთზე „ლევანტე“ მოედანზე ცხრა ფეხბურთელით დარჩა, რითიც „მირანდესმა“ ერთ წუთში ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა და გასვლაზე ქულა მოიპოვა 2:2.

„ლევანტემ“ 13 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, არადა, მოგების შემთხვევაში სამეულში მოხვდებოდა.