ქართული გოლები და საგოლეები - ბერიძემ ლობჟანიძის გუნდს გაუტანა #1TVSPORT
თურქეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი ბერიძის „ანკარაგუჩუმ“ საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ მიიღო და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი თავდამსხმელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, თავის გამოჩენა კი ბერიძემ მოახერხა. 25 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა და გუნდის წარმატებას სათავე დაუდო.
ავსტრიის II ლიგაში გოლი ლევან ელოშვილმა გაიტანა. „ამშტეტენის“ და „გრაცერის“ მატჩი 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ქართველი შემტევი ნახევარმცველი კი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა, 52-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და გუნდს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. ელოშვილმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.
გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე გადაცემა შეასრულა ლუკა ლაკვეხელიანმა – უნგრეთის ჩემპიონატში ქართველი მცველი „მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში „კიშვარდასთან” 1:1 მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. ორ წუთში მისი გადაცემით ანგარიში გათანაბრდა და ლაკვეხელიანი გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.