ქართული დუბლი ბოსნიაში - გორდეზიანმა პირველად გაიტანა, გულიაშვილი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნიის ჩემპიონატის მორიგი ტური წარმატებული გამოდგა „სარაევოს“ ქართველი თავდამსხმელებისთვის, რომელთა გოლებითაც გუნდმა „იგმანი“ შინ 2:1 დაამარცხა.

„სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში ქართველები ერთად პირველად მოხვდნენ – ვასილიოს გორდეზიანმა, რომელმაც 75 წუთი ითამაშა, 44-ე წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა და ტაიმი ასეც დასრულდა.

„სარაევოს“ უირატესობა 59-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაზარდა, რომელიც ორ მცველს ძალიან ეფექტური მოძრაობებით გასცდა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. გიორგი 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

„სარაევო“ 21 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო გულიაშვილი 14 გოლით ერთპიროვნული ბომბარდირია.