ქართულ საავიაციო ბაზარზე 15-პროცენტიანი წილით ავიაკომპანია „ვიზეარი“ ლიდერობს
ქართულ საავიაციო ბაზარზე 15-პროცენტიანი წილით ავიაკომპანია „ვიზეარი“ ლიდერობს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის სამი თვის მონაცემებით, „ვიზეარი“ (Wizz Air) ლიდერობს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15-პროცენტიან წილს ფლობს.

წამყვან პოზიციებზე იმყოფებიან აგრეთვე „თურქიშ ეარლაინსი“ (Turkish Airlines) და ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways).

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

• ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) – 152 697 მგზავრი, 15 პროცენტი;
• ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ (Turkish Airlines) – 110 962 მგზავრი, 11 პროცენტი;
• ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) – 99 324 მგზავრი, 11 პროცენტი;
• ავიაკომპანია „პობედა ეარლაინსი“ (Pobeda Airlines) – 96 546 მგზავრი, 10 პროცენტი;
• ავიაკომპანია „ურალ ეარლაინსი“ (Ural Airlines) – 60 507 მგზავრი, 6 პროცენტი.