დაფუძნდა ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმა
21 მარტს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნებისა და ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაციის მიღების ღონისძიებას უმასპინძლა.
ცერემონია „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფისა და პარტნიორი ლატვიური ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ედიტე მედნემ.
ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით წარიმართა და მას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი ქვეყნიდან.
საქართველო-ლატვიის ორმხრივი ახალგაზრდული თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების მიზანია ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და სტუდენტურ საბჭოებს, ასევე, აქტიურ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება.
პლატფორმა შექმნის სივრცეს, სადაც ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს ექნებათ რეგულარული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
ცერემონიაზე, საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდათორმეტი წლის თავზე, პირველად ისტორიაში მიიღეს ერთობლივი ახალგაზრდული დეკლარაცია, სადაც ასახულია ქართველი და ლატვიელი ახალგაზრდების საერთო ღირებულებები, პრინციპები და მისწრაფებები. დეკლარაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.