ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში კარანტინი და დეზინფექცია დასრულდა, არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში კარანტინი დასრულდა და კლინიკა მუშაობას აგრძელებს.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და პერსონალის განმეორებითი ტესტირება კორონავირუსზე.
„პაციენტების საყურადღებოდ!
მოგახსენებთ, რომ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში დასრულდა კარანტინი! გენერალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია, განმეორებითი ტესტირებითაც ყველა თანამშრომელი კოვიდუარყოფითია!
ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კლინიკაში ინფექციის კონტროლის ყველა ზომა ყველა დონეზე დაცულია და სამედიცინო მომსახურებისთვის უსაფრთხო გარემოა როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალისათვის!
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი ჩვეული ერთგულებითა და შემართებით აგრძელებს საქმიანობას – თქვენთვის!“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.