ქართულ-ამერიკული ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
ქართულ-ამერიკული ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩში გამართეს – ქართული ფეხბურთის ცნობილი სახეები ამერიკელი ვეტერანების საფეხბურთო კლუბ „ბოსტონ ბრეივს“ შეხვდნენ.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებში ითამაშეს სხვადასხვა თაობის ვეტერანებმა: ოთარ გაბელიამ, ირაკლი ზოიძემ, სოსო გრიშიკაშვილმა, რევაზ ძოძუაშვილმა, გრიგოლ ცაავამ, ლაშა სალუქვაძემ, ვალტერ გუჩუამ, თენგიზ სიჭინავამ, მამუკა მაჭავარიანმა, ვანო ხორგუაშვილმა, მანუჩარ მაჩაიძემ, დავით სირაძემ, ლევან ნოდიამ და ვაჟა ჟვანიამ. შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილიც მონაწილეობდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ქართველი ვეტერანების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ლევან კობიაშვილმა და დავით სირაძემ გაიტანეს.