ქარიშხალის გამო „გლადბახი“-„კიოლნის“ მატჩი გადაიდო
ქარიშხალის გამო „გლადბახი“-„კიოლნის“ მატჩი გადაიდო

მოინხენგლადბახის „ბორუსიას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურის კვირის შეხვედრა „კიოლნის“ წინააღმდეგ გადატანილია მოსალოდნელი ქარიშხალის გამო.

„ბორუსიასა” და „კიოლნის” მატჩი გაუქმდა ქარიშხალ „საბინას” გამო, რადგან შეუძლებელია გულშემატკივართა უსაფრთხოების გარანტირება. ამ შეხვედრის ჩატარების ახალი თარიღი განსაზღვრული არ არის”, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნავენ, რომ თამაშის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქალაქის ადმინისტრაციის, სახანძრო ბრიგადების, პოლიციისა და გერმანიის საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრისას.

ასევე ქარიშხალის გამო გაუქმდა კვირას ნიდერლანდების ჩემპიონატის ოთხი და ბელგიის ჩემპიონატის სამი მატჩი.