ქარიშხალ „ესაიას“ გამო ფლორიდისა და ალაბამის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13:06, 08.10.2026

ქარიშხალ „ესაიას“ გამო ფლორიდისა და ალაბამის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „სიენენის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი შაბათ-კვირას მექსიკის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროს მიაღწევს.

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა 25 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მომზადებისკენ მოუწოდა. ფლორიდის ორ ოლქში კი სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებები გაიცა.

ალაბამაში გუბერნატორმა კეი აივიმ 40 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ესაია“ 2026 წლის ატლანტიკური სეზონის პირველი ქარიშხალია. ის რეკორდულად გვიან, 8 ოქტომბერს წარმოიქმნა და ატლანტიკის რეგიონში პირველი ქარიშხლის ყველაზე გვიან წარმოქმნის შემთხვევაა.

წინა რეკორდსმენები იყვნენ 2002 წლის ქარიშხალი „გუსტავი“ და 2013 წლის ქარიშხალი „ჰუმბერტო“. ორივე მათგანი 11 სექტემბერს წარმოიქმნა.

მოსალოდნელია, რომ „ესაია“ სანაპიროს მე-2 კატეგორიის ძლიერი ქარიშხლის სახით მიაღწევს, ქარის სიჩქარე კი საათში 177 კმ/სთ იქნება.

მსგავსი