ქარიშხალ „ლესლის“ გამო, პორტუგალიაში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ქარიშხალ „ლესლის“ გამო, პორტუგალიაში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქარიშხალ „ლესლის“ გამო, პორტუგალიაში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერმა ქარმა წააქცია ასობით ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

სტიქია პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილს ღამით დაატყდა თავს. დაშავებულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. გაუქმდა რამდენიმე ავიარიესი.

ძლიერი ქარის გამო ასობით მოქალაქე ლისაბონში მდებარე ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.
პორტუგალიის შემდეგ სტიქია ესპანეთს ემუქრება. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 176კმ/სთ-ს აღწევს.

მეტეოროლოგების თქმით, ამჟამად სტიქია შესუსტებულია.