ქარიშხალ „ჰილარის“ გამო აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს
ქარიშხალ „ჰილარის“ გამო აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს

ქარიშხალი „ჰილარი“ მექსიკის ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს. აშშ-ის ხელისუფლება კალიფორნიის შტატში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.

ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაადგილებისას შტორმის სიმძლავრე მეოთხედან მესამე კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მასშტაბური წყალდიდობის საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.

„სიცოცხლისთვის საშიში და პოტენციურად კატასტროფული წყალდიდობა მოსალოდნელია ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულისა და სამხრეთ კალიფორნიის ძირითად ნაწილში მიმდინარე შაბათ-კვირას და მომავალი კვირის დასაწყისში“, – ნათქვამია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

წყალდიდობის რისკია სან დიეგოდან ლოს ანჯელესამდე და ლას ვეგასამდე. ნახევარკუნძულზე მდებარე მექსიკის დასახლებებში კი გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, ორშაბათს დახურული იქნება სკოლები. მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქ ტიხუანაში მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო რაიონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.