ქარბუქისა და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ბულგარეთსა და მოლდოვაში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

23:44, 26.11.2023

ბულგარეთში ქარბუქის შედეგად გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ბულგარეთის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასზე მეტი დასახლება, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში.

„უამინდობის გამო ჩაიკეტა გზები, ძლიერმა ქარმა გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები და შეფერხებები, მოთხარა ხეები და ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზები“, – განაცხადა დენკოვმა.

ამავდროულად, მოლდოვაში დიდთოვლობამ ორგიევსკისა და ნისპორენის რაიონებში ავარიები გამოიწვია, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოლდოვაში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ნაწილზე შეზღუდვა დააწესდა. როგორც მედია წერს, კიშინეუს აეროპორტში ფრენები გაუქმდა და გადაიდო.

ამასთან, რუმინეთმა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა. ხელისუფლების განცხადებით, 400-ზე მეტ დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა.

მსგავსი