ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - მადლობა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, რომელიც იდგა სიცივეში და ბოლომდე გვამხნევებდა
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - მადლობა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, რომელიც იდგა სიცივეში და ბოლომდე გვამხნევებდა

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში „როსენგარდთან“ 0:7 დამარცხების შემდეგ, ქალთა საფეხბურთო კლუბმა, „ლანჩხუთმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელიც ასეა დასათაურებული: „შესაძლებლობების ზღვარზე“.

„არ გვჭირდება თანაგრძნობა, გვჭირდება გულშემატკივრობა.

დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს! განსაკუთრებით ყველა იმ ლანჩხუთელს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ თამაშს ვერ დაესწრებოდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ თამაშის შემდეგ ლანჩხუთში ცხრა საათამდე დაბრუნება უნდა მოესწრო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, იდგა სტადიონის გარეთ, წვიმაში, სიცივეში და გუნდს მიუხედავად ანგარიშისა, ბოლომდე ამხნევებდა!“ – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩს „როსენგარდთან“ შვედეთში 16 დეკემბერს გამართავს. „ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ამ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდში მოხვდა.