ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი | ინგლისმა ავსტრალია დაამარცხა და ფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. საჩემპიონო მატჩში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ.

15 აგვისტოს ესპანეთმა შვედეთს 2:1 სძლია და პირველი ფინალისტი გახდა, ხოლო 16-ში არანაკლებ სანახაობრივ მატჩში ინგლისმა 3:1 დაამარცხა მასპინძელი ავსტრალია.

70-ე წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ, რის შემდეგაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა სტატუსი ბოლომდე გაამართლა და ორი გოლი გაიტანა – 3:1.

ფინალი 20 აგვისტოს გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.