ქალთა ლიგაში მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. „ბათუმი“ საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ნიკესთან“ 0:5 დამარცხდა. დუბლი შეასრულეს აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯოშგუნა ალიევამ (14, 44) და საქართველოს ნაკრების წევრმა, ლელა ჭიჭინაძემ (48, 90), ერთიც მარიამ მამნიაშვილის (68) ანგარიშზეა.
ხობის „კოლხეთმაც“, რომელიც მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს, მეექვსე შეხვედრა მოიგო. ამჯერად, ხობელებმა, მეგი გოცირიძის (28) და ანა წულაიას (43) გოლებით, „გორი იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხეს.
„ნორჩი დინამოსა“ და ქუთაისის „მართვეს“ შეხვედრა სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – ქუთაისეეთა კარი პენალტით ჯერ მარიამ მოდრეკილაძემ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე დააფიქსირეს და 2:0 მოიგეს.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა – „ლანჩხუთი“ „კვარტალს“ დაუპირისპირდა და მე-17 წუთზე კი, ხატია ჭყონიას გადაცემით ირინა ხაბურზანიამ ანგარიში გახსნა. თბილისელებმა, ტაიმის მიწურულს თამაში გამოასწორეს და 37-ე წუთზე, ნათია დანელიამ ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს ანგარიშის შეცვლის შეეძლოთ, თუმცა, შეხვედრა ფრედ დასრულდა და „ლანჩხუთმა“, მიმდინარე გათამაშებაში, პირველი ქულები დაკარგა.
ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილი
1. ლანჩხუთი 10 28
2. კვარტალი 10 21
3. ნიკე 10 20
4. კოლხეთი ხობი 10 19
5. ნორჩი დინამო 10 16
6. გორი იუნაიტედი 10 6
7. მართვე 10 4
8. ბათუმი 10 1