ქალთა ლიგაც იწყება - სტარტი 9 აგვისტოს დაიგეგმა
ქალთა ლიგაც იწყება - სტარტი 9 აგვისტოს დაიგეგმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის, ასევე ლიგა2-ისა და ლიგა3-ის შემდეგ, სეზონი ქალთა ეროვნულ ჩემპიონატშიც დაიწყება – ტურნირი სტარტს 9 აგვისტოს აიღებს.

„მიხეილ მესხი არენაზე“ ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში 15 გუნდი ითამაშებს. სულ ხუთი დებიუტანტია – ქალთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ „მცხეთა“, „თუშეთი“, „კვარტალი“, „გერლ ფაუერი“ და სოხუმის „დინამო“.

მათ გარდა, 2020 წლის სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ ჩემპიონი „ლანჩხუთი“, „ნიკე“, „ნორჩი დინამო“, „მართვე“, ხობის „კოლხეთი“, „გორი იუნაიტედი“, „ივერია“, „სამეგრელო“, „ბათუმი“ და „ზარზმა“.​

პანდემიიდან გამომდინარე დროის პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება. მატჩები მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.​

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის პირველი ტურის კალენდარი.

9 აგვისტო

​ივერია – მცხეთა
ზარზმა – ნიკე
​დინამო სოხუმი – მართვე
​გორი იუნაიტედი – თუშეთი
​კვარტალი – ნორჩი დინამო
კოლხეთი ხობი – ლანჩხუთი
სამეგრელო – გერლ ფაუერი

2019 წლის გამარჯვებული ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” გახდა. ლანჩხუთელები 2020-2021 წლების სეზონზე უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით ითამაშებს.