შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში ქალთა ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ირის ანტმანის გუნდი C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები თებერვალში, აპრილსა და ივნისში გაიმართება, პლეი ოფის შეხვედრები კი ოქტომბერში შედგება.