ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე „ნიკეს“ მატჩი ჩაიშალა - ჩვენს მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდი კარანტინში გადაიყვანეს #1TVSPORT
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე „ნიკეს“ მატჩი ჩაიშალა - ჩვენს მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდი კარანტინში გადაიყვანეს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ტურში, საქართველოს ჩემპიონის, „ნიკეს“ და ირლანდიური „პიმაუნტ იუნაუტედის“ მატჩი ჩაიშალა.

ნიდერლანდების ჩემპიონ „ტვენტესთან“ 0:9 მარცხის შემდეგ, ჩვენი ჩემპიონი ირლანდიური „პიმაუნტ იუნაუტედს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ უეფა-ს ოფიციალური გვერდის ცნობით, მატჩი აღარ გაიმართება.

მიზეზზე საქართველოს პირველ არხთან „ნიკეს“ მთავარმა მწვრთნელმა გია კვარაცხელიამ ილაპარაკა:

„ჩვენს მოთამაშეს, კორონავირუსი დაუდასტურდა და ყველა კარანტინში გადაგვიყვანეს. თამაში ამის გამო ჩაიშალა“.

„ნიკეს“ მთავარმა მწვრთნელმა დასძინა:

„უეფა-ს დელეგატს ველაპარაკე და თამაში აღარ ჩატარდება, ორივე გუნდს მოგება ან ქულა ჩაეთვლება და ორივე მესამე ადგილზე გავალთ“.

ჩვენი ჯგუფის ფინალი ენსხედეში გაიმართა, „ტვენტე“ სერბეთის სუბოტიცას „სპარტაკს“ შეხვდა – ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ნიდერლანდელებმა დამატებულ დროში 2 გოლი გაიტანეს, 5:3 მოიგეს და ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის რაუნდში გავიდნენ.

დატოვე კომენტარი