ქალი მსაჯი, რომელიც ისტორიას წერს - სტეფანი ფრაპარმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე იმუშავა #1TVSPORT
ქალი მსაჯი, რომელიც ისტორიას წერს - სტეფანი ფრაპარმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე იმუშავა #1TVSPORT

სტეფანი ფრაპარი კიდევ ერთი მოვლენის გმირი გახდა და ისტორია დაწერა — ის გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი (მექსიკა-პოლონეთი) განსაჯა.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგი არბიტრი შეხვედრას მეოთხე მსაჯის რანგში ემსახურებოდა. თუმცა სტეფანი ფრაპარი მუნდიალზე ერთადერთი ქალი მსაჯი არაა. ფიფა-მ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე კიდევ ორი ​​ქალი მსაჯი მიავლინა – რუანდელი სალიმა მუკანსაგა და იაპონელი იოშიმი იამასტა.

სტეფანი ფრაპარმა ისტორია აქამდე არაერთხელ დაწერა — ის არის პირველი ქალი, რომელმაც განსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი „ნიცასა“ და „ნანტს“ შორის, ხოლო 2021 წლის მარტში გახდა პირველი ქალი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის გაძღოლა მიანდეს.

გარდა ამისა, ფრანგი მსაჯი 2021 წლის დეკემბერში გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „იუვენტუსსა“ და კიევის „დინამოს“ შორის (3:0), ხოლო 2019 წელს ევროპის სუპერთასის ფინალში იმუშავა, სადაც „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა (1:1, დამატებითი დრო 2:2, პენალტების სერია 5:4).