ქალების რბოლა კონტიოლახტში ვირერმა მოიგო
ქალების რბოლა კონტიოლახტში ვირერმა მოიგო

ფინურ ქალაქ კონტიოლახტში დღეს სტარტი აიღო 2020-2021 წლების სეზონის მსოფლიო თასმა ბიატლონში. პირველი ეტაპის ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე ქალებში 2019/2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის გამარჯვებულმა, იტალიელმა ბიატლონისტმა, დოროტეა ვირერმა მოიგო. მან მხოლოდ 0.8 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ გერმანელ დენის ჰერმანს, მესამე ადილი კი შვედმა იოჰანა სკოტჰეიმმა დაიკავა.

შეგახსენეთ, რომ მსოფლიო თასის სასტარტო ეტაპის პირველ ინდივიდუალურ რბოლაში კაცებში 20კმ-ზე ყველასთვის მოულოდნელად, ნაკლებად ცნობილმა ნორვეგიელმა, სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა იმარჯვა.

ხვალ, კონტიოლახტში ორი რბოლა გაიმართება – სპრინტი კაცებში 10კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე.

დატოვე კომენტარი