„ქალაქის გულის" ადმინისტრაცია - ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება
„ქალაქის გულის" ადმინისტრაცია - ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება

შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ აღნიშნულია შპს “ქალაქის გულის” განცხადებაში.

„2018 წლის 27 თებერვალს, შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი.

კომპანიის ადმინისტრაცია თითოეულ მოვაჭრეს ინდივიდუალურად ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველა დაზარალებული შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. ამასთან, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს და მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.