ქალაქ ზვორნიკში, ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა
ქალაქ ზვორნიკში, ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა

ბოსნიის აღმოსავლეთ ნაწილში, ავტოგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 20 ადამიანი.

ავტოგასამართ სადგურზე როგორც ბენზინი, ისე თხევადი აირი იყიდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბუნებრივი აირის სატუმბს შეეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ავტოგასამართი სადგური მთლიანად განადგურდა.

შემთხვევა სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ზვორნიკში მოხდა.