ქალაქ რომის მერი - შესაძლოა რომის ცენტრში დიზელის ძრავიანი ავტომობილების შესვლა აიკრძალოს
ქალაქ რომის მერი - შესაძლოა რომის ცენტრში დიზელის ძრავიანი ავტომობილების შესვლა აიკრძალოს

რომის ისტორიულ ცენტრში დიზელის ძრავიანი ავტომობილების შესვლა შესაძლოა 2024 წლიდან აიკრძალოს. ამის შესახებ რომის მერმა, ვირჯინია რაჯიმ განაცხადა.

„კლიმატური ცვლილებები ჩვენი ცხოვრების წესს ცვლის. ჩვენი ქალაქი შესაძლოა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ ექსტრემალურ მდგომარეობას სულ უფრო ხშირად ვხედავთ, როგორიცაა გვალვა ლაციოში, ძლიერი წვიმა და თოვლი. ამიტომ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – დაწერა მერმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.