ქალაქ პორტლენდში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

09:11, 18.06.2020

აშშ-ში ქალაქ პორტლენდში მსუბუქი ავტომობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაეჯახა.

აქცია რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.

ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტომობილის მძღოლი კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი