ქალაქ ნოგინსკში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
–осси€. ћосковска€ область. Ќогинск. —пасатели около дев€тиэтажного жилого дома, в котором произошел взрыв газа и погибли люди. ћ„—/“ј—— ѕ–≈ƒќ—“ј¬Ћ≈Ќќ “–≈“№≈… —“ќ–ќЌќ…. “ќЋ№ ќ ƒЋя –≈ƒј ÷»ќЌЌќ√ќ »—ѕќЋ№«ќ¬јЌ»я. Ќ≈ ƒЋя –≈ Ћјћџ
რუსეთის ქალაქ ნოგინსკში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ბუნებრივი აირის აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დილის 06:55 წუთზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა 24 ბინა, აქედან 17 მთლიანად დაინგრა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.
აფეთქების შედეგად ჩაიმსხვა მინები ახლომდებარე შენობებშიც, დაზოანდა ეზოში მდგარი მანქანები.