ქალაქ ნიცაში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს
ქალაქ ნიცაში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა მესამე ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულებს შორის სავარაუდოდ ორი თავდამსხმელთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

თავად თავდამსხმელი, წარმოშობით ტუნისელი მამაკაცი პოლიციამ დაკავების დროს დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. მომხდარი თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით, რელიგიურ ობიექტებთან და სკოლებთან სამხედროები განთავსდნენ.