ქალაქ ნანტის კათედრალში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქალაქ ნანტის კათედრალში ხანძარი ლიკვიდირებულია

საფრანგეთის ქალაქ ნანტში, მე-15 საუკუნის კათედრალში ხანძარი ლიკვიდირებულია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ცეცხლმა კათედრალში ვიტრაჟები და დიდი ორღანი გაანადგურა.

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ხანძრის განზრახ გაჩენის მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კათედრალში ხანძარი სამ ადგილას გაჩნდა.

გოთიკური სტილის კათედრალში ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.

დაზიანებული კათედრალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ ხელისუფლება კათედრალს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში აღადგენს.