ქალაქ ნაბლუსში საპროტესტო აქციაზე ერთი პალესტინელი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა

19:57, 24.09.2021

პალესტინის დაქვემდებარებაში მდებარე ქალაქ ნაბლუსში გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი პალესტინელი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

როიტერის“ ინფორმაციით, მომიტინგეთა დასარბევად ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ერთ-ერთი ტყვია პალესტინელ მამაკაცს თავის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

პალესტინელები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

მსგავსი