უკრაინის დასავლეთ ნაწილში ქალაქ ლვოვის მცხოვრებლებმა აღდგომის მეორე დღე ტრადიციულად აღნიშნეს. ქალაქში გასვლისას უკრაინელებს ამ დღეს სხვადასხვა ჭურჭლით თან წყალი მიაქვთ და ერთმანეთს ასხამენ. ამ ტრადიციის გამო აღდგომის მეორე დღეს „სველ ორშაბათს“ უწოდებენ.
აღნიშნული ტრადიცია საუკუნეების წინ იღებს სათავეს, როცა წყლის გადასხმა განწმენდის რიტუალად მიიჩნეოდა.
შუადღისას ტრანსპორტი ჩერდება და ქალაქის ცენტრი ამ ჩვეულების ეპიცენტრი ხდება.