ქალაქ გვადალახარაში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ აქცია არეულობაში გადაიზარდა
ქალაქ გვადალახარაში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ აქცია არეულობაში გადაიზარდა

მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქ გვადალახარაში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე მანქანა დაწვეს და შენობები დაარბიეს.

გვადალახარას ისტორიულ ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პოლიციის იზოლატორში გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრების, ჯოვანი ლოპესის საქმის გამოძიება მოითხოვეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა მამაკაცი იმის გამო დააკავეს, რომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადე არ ეკეთა.

მომხდარი დაგმო მექსიკაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

საპროტესტო აქცია გაიმართა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოშიც. ასობით ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბა და მინეაპოლისში გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე სამართლინობის აღდგენა მოითხოვა.