ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც გულის არეში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც გულის არეში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიების დროს გულის არეში დანით დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მერის გარდაცვალებას ადასტურებს პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი.

„ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ“, – განუცხადა მინისტრმა კუკას ჟუმოვსკიმ მედიას.

53 წლის პაველ ადამოვიჩი სცენაზე ასობით ადამიანის თვალწინ გუშინ საღამოს დაჭრეს.  თავდამსხმელი ყვიროდა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უკანონოდ ჩასვეს და აწამეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამოვიჩი სავაადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

კრიმინალური წარსულის მქონე 27 წლის მამაკაცი დაკავებულია.

პაველ ადამოვიჩი ქალაქ გდანსკის მერად 1998 წლის შემდეგ მუშაობდა. ქალაქის მერი საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც ბავშვთა საავადმყოფოებისთვის რამდენიმე მილიონი ევრო შეგროვდა.