ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ წლის მატჩი დაასახელა

18:00, 03.12.2019

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2019 წლის ხუთი საუკეთესო მატჩი გამოავლინა.

საუკეთესო შეხვედრად დასახელდა პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელი ნაომი ოსაკასა და კანადელი ბიანკა ანდრეესკუს დაპირისპირება. მატჩი ოსაკამ 5:7, 6:3, 6:4 მოიგო. მოგვიანებით, იაპონელმა ტურნირზე გაიმარჯვა.

წლის ხუთი საუკეთესო მატჩის სია ასე გამოიყურება:

1. ნაომი ოსაკა (იაპონია) – ბიანკა ანდრეესკუ (კანადა). პეკინი

2. არინა საბალენკა (ბელარუსი) – კაროლინ ვოზნიაცკი (დანია). ისტბურნი

3. ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) – ნაომი ოსაკა (იაპონია). მადრიდი

4. ეშლი ბარტი (ავსტრალია) – პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი). მაიამი

5. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – ბიანკა ანდრეესკუ (კანადა). შენჟენი

მსგავსი