ქაიროში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ქაიროში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქაიროში ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტი მუჰადისინის რაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი გამვლელ ავტომობილზეც გავრცელდა. შედეგად ორივე ავტომობილი მთლიანად დაიწვა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.