ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნივერსიტეტთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ავღანური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მარშალ ფახიმის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტთან მოხდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრათ რახიმის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ავღანური ტელეკომპანია „1ტივის“ ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ერთი სამოქალაქო პირია.

დატოვე კომენტარი