ქაბულში, სასწავლებელთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

19:24, 15.08.2018

ქაბულში, სასწავლებელთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ინფორმაციას TOLO News-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 67 ადამიანი, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 16 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ამ დროს სტუდენტები აუდიტორიაში იმყოფებოდნენ.

მსგავსი