ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი უცხოელია. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ექვსი ადამიანი.

სამხედროებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ფეშენებელურ სასტუმროში სამი თავდამსხმელი გუშინ საღამოს შეიჭრა. მათ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. 12 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, სამივე ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია. ამჟამად სასტუმროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა სასტუმროზე მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის საელჩომ ავღანეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ ტერორისტების სამიზნე სასტუმროები იქნებოდა.