ქაბულში, ქორწილში აფეთქებისას 40 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში, ქორწილში აფეთქებისას 40 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური ტელეკომპანია „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ქორწილს, სადაც აფეთქება მოხდა 1000 სტუმარი ესწრებოდა. ჟურნალისტების ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ეს რიგით მეჩვიდმეტე ტერაქტი იყო, რომელიც 2019 წელს ქაბულში მოაწყვეს. თავდასხმებისას 113 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა.