ქაბულში ორი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ქაბულში ორი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

​ავღანეთის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი აფეთქება ქაბულის ცენტრში, ავტობუსთან მოხდა, რომლითაც სახელმწიფო მოხელეები გადაადგილდებოდნენ. მეორე აფეთქება კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ხუთი და დაშავდა 10 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.