ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო ისრაელის პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა გადაიდო
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბენეტისა და ბაიდენის შეხვედრაზე ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვა იგეგმებოდა.
მოლაპარაკებების გამართვის სავარაუდო დრო ჯერჯერობით უცნობია.