ქაბულში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავდასხმისას დაიღუპა 27 და დაშავდა 29 ადამიანი
ქაბულში, ერთ-ერთ ღონისძებაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, თავდასხმა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 27 ადამიანი. კიდევ 29 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა თავდასხმის დროს არ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცერემონიაზე სიტყვით ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.
მოძრაობა „თალიბანი“ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და მოძრაობა „თალიბანმა“ 29 თებერვლას გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ავღანეთში ძალადობის შემცირებას ითვალისწინებს.