ქაბულში ავღანელმა ქალებმა გამოხატვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
ქაბულში ავღანელმა ქალებმა გამოხატვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან ავღანელმა ქალებმა საპროტსეტო აქცია გამართეს და „თალიბანის“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლება, ქალთა უფლებების დაცვა მოითხოვეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვას შარიათის კანონებით გეგმავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, პრაქტიკაში როგორ აპირებენ აღნიშნულის განხორციელებას.

1996-2001 წლებში, როდესაც „თალიბანი“ მართავდა ავღანეთს, ქალები ვალდებული იყვნენ, ფარანჯა ეტარებინათ, ხოლო 10 წელზე უფროს გოგონებს აკრძალული ჰქონდათ სკოლაში სიარული.

აღსანიშნავია, რომ ისლამისტურმა დაჯგუფებამ გასულ თვეს ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან დაჯგუფების ახალი წევრებისთვის ჯერ არ უსწავლებიათ ქალებთან მოპყრობის წესები