ქაბულში აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა

16:03, 17.03.2018

ქაბულში აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მოქალაქე კი, მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ოფისთან მოხდა.

ამერიკელმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვაშინგტონმა ავღანეთის მთავრობას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი.

მსგავსი